პეტრე


ისევ იქუხა ჩემს ზევით ზარმა,
ნაზი რტოები ისევ შრიალებს,
ცა დაინახა ისევე თვალმა,
გარეთ სევდების სუნი ტრიალებს.

ისევ გავიდა სიცოცხლის ჟამი,
და კიდევ გავა ჩემთან რომ არ ხარ,
მე თვალწინ მიდგას სიკვდილის წამი,
და გული მტკივა შენ რომ იქ არ ხარ.

ტანჯვად მაწევხარ,რა ჰქნას წამალმა,
თუ არ გინდივარ,ჩემთან თუ არ ხარ,
ისევ იყივლა სამჯერ მამალმა,
ისევ აქა ვარ,კვლავ ვერ უარგყავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი