სულის სიმშვიდე ვერ მოვიპოვე


სულის სიმშვიდე ვერ მოვიპოვე,
ვერავის დავდე ამაში ბრალი,
და ეგ სახელიც ვერ მოვიშორე,
ვერ წავიშორე მე შენი კვალი.

და ისევ ვუსმენ თუ როგორ წინწკლავს,
საათიც მიქრის წინ და ჯიუტად,
მე ვერ შემოვდგი შენს ბაღში ფეხი,
დავეხეტები მარად ეულად.

ალბათ არ იცი რას ნიშნავს ტრფობა,
ჩემი სახლისკენ გზა რომელია,
ვისთან დახარჯე ამდენი გრძნობა,
რად შემაჩეჩე ხელთ პოეზია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი