ისევ მიდიან წლები ფიქრებში


ისევ მიდიან წლები ფიქრებში,
და მას გადაჰყვა წრფელი ბავშვობა,
მე კი დამტოვა გრძნობის ზვირთებში,
და გამიმწარა ახალგაზრდობა.

შენ არც მოსულხარ,ისიც არ ვიცი,
რაღატომ მტკივა წასვლა ამრიგად,
არ დაგიდვია შენ ტრფობის ფიცი,
რატომ დამყვება ტანჯვა განრიგად.

შენ დამაბერე წინასწარულად,
კვლავ საკმარისზე მეტად დამდაღე,
საფლავზე მოხვალ ალბათ,ფარულად,
სადღაც აქვეა,ვიცი,სამარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი