ლიმა საბაქთანი


უგზოუკვლოდ დავეძებ დღეს სიმშვიდის ფერიანს,
ვერსად ვერ გავურბივარ ბედს ტანჯვის და ეკლიანს,
კარი მან ამიკეტა,ავუკეტე ყველას მე,
სულო იმას გისურვებ,ნეტარებით მენახე.

თორემ ხორცის სიმრთელე და ამ ქვეყნის ლხინები,
ვფიცავ აღარ მადარდებს,დავუკეტე პირები,
ცოტა ამომასუნთქე და ვიკმარებ გპირდები,
ძლიერ მტკივა,მათი მშურს ვინც არიან გიჟები.

იმის ნატვრით თავი ვპოვო,ყველა რწმენა ვიწამე,
რა მოგთხოვო,გემდურები,დაბადება ვინანე,
ირგვლივ გრძნობის ნაგლეჯები და სიმარტოვე,
ღმერთო ჩემო,ღმერთო ჩემო,რად მიმატოვე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი