თვალს ვხუჭავ


თვალს ვხუჭავ,ვხედავ თხოვდები,
თვალები ისევ მწველია,
ეს ჩემი წმინდა გრძნობები,
სულ შენი გულის მრევლია.

თვალს ვახელ,ისევ მეშლება,
სურათი ვარამ-ტანჯვების,
სიცოცხლე მომბეზრებია,
დათვლა დავიწყე წამების.

ჩემი შემყურე ტირიან,
მინდვრებზე ჩუმად ყვავილნი,
რა კაცი გქვია-კივიან,
ვერ აისრულე წადილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი