მდუმარებაა,ალბათ,შენს სახლთან


მდუმარებაა ალბათ შენს სახლთან,
დამუნჯდნენ ალბათ მშიერი მგლებიც,
ტრფობის ჭიუხვზე ერთხელ შენც გახვალ,
გახვალ და ალბათ მთვარედ იქცევი.

არ შემაწუხებს ვიცი მას შემდეგ,
ჩემს თავს არ ვკითხავ რატომ მსდევს მთვარე,
არ მეტკინება მას შემდეგ სულში
ყინვა და თოვლი,წვიმა და ღამე.

მე ისევ დაბლა დაგელოდები,
ვიკმარებ ქარის ალერსს და ხვევნას,
გადავიქცევი მეც ერთ დღეს მგლად და
დაგიწყებ ღამით,ყმუილით დევნას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი