მე შენს ტყეში დავიკარგე
მე შენს ტყეში დავიკარგე, და ეს მთვარეც დამდევს მუდამ, ცა კი ვეღარ დავინახე, მოელვარე ერთ დროს ლურჯად. ტყის ფოთლებში დამეკარგა ბილიკები,მოსვენება, ნეტავ ასე არ მედარდა, თან დაგყვები მოჩვენებად. მაგ თმის შრიალს გავაყოლე სიყმაწვილე და სიმშვიდე, სიცხე მსურს მწვავდეს საწოლში შენ კი თავს მედგე,მივლიდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი