მე ანუ ჯალათი
რატომ ავყევი ამ კუპრს და ვნებას, ეს განცდა ჩემში რად არ ნელდება, გადავეჩვიე სწორ განსჯას,ხედვას, თენდება სხვისთვის,ჩემთვის ბნელდება. გადავუკეტე ყველა გზა მართალს, მართალს რომელიც იყო გზავნილი, იმისგან ვინც ცდის ჩვენს ავს და კარგსაც, მასთან მივდივარ ცოდვის მახვილით. სად დამხვდებიან ჭეშმარიტ ლამპრით, მე კი მექნება ცოდვის კალათი, სინანულისგან წარბ ჩაყრილ თვალით, ვივლი, არ მოვა სანამ ჯალათი. ჯალათი არის მისი სიტყვები, ის განაჩენი მე რომ მომელის, სიტყვები შედგა ჩემი ფიქრებით, ჩემი ქმედებით და სურვილებით. დამისვავს გვერდით,მე ასე მჯერავს, იქ არ იქნება მუხლის ჩოქები, შემომთავაზებს სამოთხის შვებას, ჩემი სურვილით ცეცხლში ვიქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი