მე


მე ძლიერ მტკივა,ძლიერ მახელებს,
უიმედობა,გრძნობების ეშვი,
ისიც არ ვიცი როგორ გადმოვცე,
სული არაა,წაიღეთ ლეში.

მე ვეღარ ვსუნთქავ,გული კი ფეთქავს,
მხოლოდ ყურს ვუგდებ ქარს და ნიავებს,
და ველოდები ზეციდან ჭექას,
ხან წამს ვაშეშებ,ხან ვატრიალებ.

მე თითქოს აქ ვარ,მაგრამ სადა ვარ,
სული ზეცაში არს ასახული,
ამ საზღვრებს ბოლოს მაინც გადავალ,
ვიქნები მტრედი,გარდასახული.

თუმც კვლავ დავდივარ,ამ ხალხთა შორის,
და არ ჩანს მცირე ნუგეში სხვებში,
მინდა ვკვდებოდე საფლავებს შორის,
მან მომიტანოს სიცოცხლე პეშვით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი