ყველას წინაშე


ყველაფერში,ყველაფრის მიმართ,
ყველას წინაშე დამნაშავე ვარ,
არ მინდა სითბო, მიმიღეთ ცივად,
თქვენ უცოდვილნი და მეც აგერ ვარ.

გამიძარცვია და მიტკენია,
უღვრიად ჩემთვის მწარე ცრემლები,
მაგრამ არასდროს მიღალატია,
მე ერთგულებას თავზე ვევლები.

ეს ერთი დამრჩა რითიც თავს ვიქებ,
სხვა დანარჩენი ვცოდე,წაიღეთ,
ვერ მოვერიე შავ და ბნელ ფიქრებს,
და არ განმსაჯოთ თუ ვერ გამიგებთ.

იქ ის მსაჯული უფრო მკაცრია,
თქვენ, დამიჯერეთ, ვერ შეედრებით,
ჩემი გრძნობები ვნებით მძაფრია,
სასუფეველში ვერ შევეტევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი