ქარი
თოვდა...და ქროდა თებერვლის ქარი, ისევ ვიდექი, მტკიოდა ისევ, ბორგავდა, კრთოდა უაზროდ მტკვარი, ისევ ვიცდიდი,მციოდა კიდევ. გვეჯახებოდა გრძნობების ჯარი, და კვლავ არხევდა ფოთლებს და ტოტებს, ჩვენ კი გვეგონა უბრალოდ ქარი, და არ ვუშვერდით გულსა და კოჭებს. ქარი არ გვიყვარს,ქარებს გადააქვთ, ადამიანთა სევდები,ფიქრი, ჩვენ კი დრო სხვისი აბა სადა გვაქვს, ჩვენი თავისთვის ჩვენ ძლივსღა ვიცლით. ყურს თუ დავუგდებთ ყველაფერს ამბობს, ხშირად მიცდია,არ მითქვამს სხვისთვის, მის სურნელს კრეფავს,სიტყვებს,გულისთქმას, და ჩემთან მოაქვს,ჩემი გზა იცის. ოდესმე, ყველა უბედურ მგოსანს, (ჩუმად მე მითხრა,დამიდო ფიცი), გამოუქროლებს მის გულის ფრთოსანს, მეც სხვა რა დამრჩა,ვდგავარ და ვიცდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი