სხვას.
გულში ტკივილი რომ მედვა, არ ვუმხელდი სხვას, მისი ხმა რომ რეტს მასხამდა,მევლებოდა თავს. მის სახელის ხსენებაზე რომ ვერ ვხედვდი თვალს, მწადდა რომ გავფრთხილებოდი ვით უცოდველ ბავშვს. ერთი ბუდე ვით ორ მერცხალს რომ გვქონოდა სახლს, ერთი სიტკბო ვით გლახუნას,გირშელს და უტას, თვალს ვხუჭავდი სულ აქ იყავ, შენ რაზავდი კარს, სიზმრად ვიყავ, აქ იყავი, მკლავს მადებდი თავს, დილით სიზმარ-გადმოყოლილს,ჯერ ბედნიერს კვლავ, მუდამ თვალწინ იელვებდი,შენ მაწვდიდი წყალს, ჩემს ფიქრებში მე შეგქმენი, გიმონებდი ხალხს, ისე გეტრფიალებოდი ვით მენავე ნავს. შენ რომ გაქცეულიყავი, წასულიყავ სხვას, სამყაროს გადმოვცურავდი, რას მიქვია ზღვა. მაგრამ, რადგან ჩემთან არ ხარ და არ მითბობ მხარს, ჩემს თავს ვემდურ, მე შევცოდე საკმარისად ჯვარს, არ შემეძლო რომ მეყვირა, ვჩურჩულებდი ცას, გულში ტკივილი რომ მედვა, ვერ ვუმხელდი სხვას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი