შუადღე თითქმის
შუადღე იყო თითქმის!ხორცი ვნებისკენ ილტვის, ამ ქვენის განცდებისთვის გადაუდვია ფიცი, შუადღე იყო თითქმის!სული ზეცისთვის იბრძვის, იმ ქვეყნად საზიაროდ დავიწყებია სისხლი. შუადღე იყო თითქმის!გონება სწორ გზებს ითვლის, მარადისობის კარისკენ ყველა ბილიკი იცის, შუადღე იყო თითქმის!აზრებს ვერ ვუყრი თავებს, ეს გული სულ არ მქონდეს,იმას ვემდური გამჩენს. ხორცი მახეა კაცის,ბასრ მახვილივით მჭრელი, სული-სინათლე კაცის,ყვითელ მზესავით მწველი, გონება სიფლიდეა,ბილწი აზრების მფრქვევი, გული კი კაცისაა,მუდამ აქაა-გელის. მე ვოცნებობდი იმას,ფრთა ერთი მაინც მედგას, წვალებით გავცდებოდი ამ ბედისწერის წერას, კვლავ აქ ვარ,განწირული, ვიხრჩობ უაზრო ღელვას, თვალებს ვხუჭავ და ჩუმად მივყვები უფლის ნებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი