რა მოგკითხო
აღარ მძინავს,როცა ვწვები გული ყელში მებჯინება, ჩემი ბედი-სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს სხივები შენს ბნელ კუნჭულს თავის ადგილს ეცილება, მალე მაღლა ავფრინდები, მუქი სული შემრჩება. ხოლო ზეცით ვინც დამხვდება და ჩამხედავს თვალებში, იტყვის-"ნუთუ არვინ იყო ამ გულის შესაფერი, ვერვინ რომ ვერ გაიმეტეს უზარმაზარ ველებში, წრფელი გრძნობით რომ ჩაგეკრა მაგ ცოდვიან ხელებში. რა გკითხო ან რა მოგკითხო,რაზე გთხოვო პასუხი, შენს წინაშე დამნაშავე არის ყველა ასული, ვისაც შენი ბილწი თვალით მაინც წრფელად შეხედე, ვით ლამაზ ხეს სინანულით, ცულით ხელში მეტყევემ. ყველა გზა რომ ჩაგიკეტეს მისი გულის გვირაბთან, მწარე თხოვნა ვერ გშველოდა სანთლით ხელში უფალთან, ღამე ჩუმი ქვითინებით,ერთი თხოვნა-წადილით, მოდი, აქ კი გელოდება ნეტარება ნამდვილი".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი