უმადურობა შემომერია


უმადურობა შემომერია,
გამჩენს ვემდური,რაც ვერ შევძელი,
და ეს ცოდვები თან არ მეთრია
იმას არ ვფიქრობ,კვლავ არ ვნებდები.

დასტირის სადღაც მომაკვდავს დედა,
მან ღმერთს შესჩივლოს,რა დარჩენია,
მე კი დავტირი ფიქრებს და სევდას,
რაც ჩემში ჩემით დასარბევია.

სადღაც მარხავენ კაცები ობოლს,
არვინ არ ჰყავდა,მადლი ჰფენიათ,
მე ჩემს სასახლეს ვუწოდებ სოროს,
აღარ მსურს ისიც,რაც დამრჩენია.

ასეა,ალბათ ცხოვრების წესი,
კაცი ყოველთვის მეტს და მეტს ითხოვს,
მე ვერ მოვნახე ცხოვრების ფესვი,
ვიცი,უფალო,არასდროს მიხმობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი