ჩემი ბრალია


ჩემი ბრალია, დამნაშავე ვარ,
ძლიერ ავყევი ამ ფიქრს და სევდას,
ვის დავაბრალო, მე სულელი ვარ,
არ გავექეცი ამ სულის ფეთქვას.

და ვეღარ ვიტან ჩაკეტილობას,
მინდა მოაზრე რომ მყავდეს ვინმე,
გავუზიარებ არეულობას,
მაგრამ მივდივარ კიდევ და კიდევ.

დავიწყებული სიხარულისგან,
მაგრამ ყველასთვის კვლავ მხიარული,
გამოფიტული გულის ღელვისგან,
მხოლოდ სევდების მაქვს ჟრიამული.

ვარ მარტოდმარტო სულთან მბრძოლავი,
ვერ გავურბივარ კვლავ მღრღნის და მცელავს,
თავს მოვიკლავდი,მაგრამ რა ვუთხრა,
თუ კიდევ სადმე შევხვდები დედას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი