გამოვიქცევი


აქ არ ხარ,და არც ვიცი იქნები,
ჩემს გასაჭირზე და სატკივარზე უკვე შფოთავენ ცა და წიფლები,
არც სხვის ხარ და კვლავ არც მე გინდები,
"ასე არ მოგკლავ",- რად არ მპირდები?

ცრემლი ხომ ასე უცოდველია,
მე ცოდვილი ვარ,ვერ ავტირდები,
ჩემი სორო ხომ კვლავ ობოლია,
დამძიმებული ვერ გავფრინდები.

შენა ხარ ჩემი ფიქრი,ფიფქები,
ტკივილით თქმული ყველა სიტყვები,
აქა ვარ, კვლავ შენს არეს ვიქნები,
თუნდ მყავდეს ცოლი,თქვი და გამოვიქცევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი