თუ შევუთანხმდები


არავის ვემსგავსსბი, არავინ გამოვდივარ
გამიფრინდა აზრები, მეც ღრუბლებით მოვდივარ
ჩემი შავი აფრები დამეგლიჯა, მომცილდა
როგორც თვითონ გრანელი, მეც "memento mori" ვარ

თავს თუ დავიფასებდი, ფასი მადევს შორიდან
სიზმრებში რომ დამზდევდი ფხიზელს რად არ მოდიხარ?
თითონი ვართ ცალკენი მაგრამ ერთად ორნი ვართ
თავს მოვიკლავ სავსებით- თავთან ორთაბრძოლისგან

თუ გვიპოვეთ მსგავსებით-ტყუილია ჭორისგან!
მარტოობის განცდებით მარტვილობა მომინდა
ნადირობის ჰანგებით გარეული ღორისგან
გამოვიდა აზრები და ჩემში შემოვიდა

დამიწესა ხარკები, ემოციებს მომიკლავს...
რაც კი მქონდა დარდები ვატყობ ნაღდად მომიხდა
და ამ შავი სანთელით, ვითარცა აფორიზმა
ისევ დავიბადები-ფიქრებს როცა მოვიკლავ!

ბნელი ჩანახატები ჩემს გონებას მოიცავს
პოეტი თუ გავხდები შევიყვარებ მგონი თავს...
და თუ შევუთანხმდები მტანჯველ ფიქრებს, მომღიმარს
მაშჯინ მასთან თანხლებით დავისვენებ ომისგან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი