სიო ნიავო
ტვინო გარყვნილო მინდა გაგყინო- აღარ გაცოცხლო უკვე ხუთივე ძირითად გრძნობას დედა უტირე გულო გაზრდილო მინდა გატკინო- მერე გაკოცო პირველ წუთშივე ვიცი რამდენი წყენა უთმინე სიო ნიავო ცოტა გვიანო-მინდა გაგანდო რაც მე მაწუხებს ამ შუაღამეს სულში მასუსტებს ცივო მზიანო და ნაღვლიანო-იდექ კალაპოტს გრძნობავ პასუხებს ვიცი რომ უკვე ვეღარ მაუწყებ ყურო მომსმენო ბევრის მომთმენო- გთხოვ დაისვენე ბევრი გაიგე ბგერის ცეცხლები გულთან წაიღე ხუფის მომხსნელნო ცუდის მომსწრენო-ყურნო ისევე როგორც აიღე ლამაზი სიტყვა მასთან დაეგდე თვალო მხედველო ზარის მრეკველო-დაე იხუჭე ბევრმა აღწერამ უკვე დაგშალა დაგანაწევრა მრგვალო მკრეხელო სიძვის მჭედველო-გულში იუნჯებ მითხარ ამხელა ამბიციებად რამ გაგახელა ბაგევ საძაგელ აგერ ამ ამბებს-რად ემალები შე მატყუარავ მერე დაგიჭერ ახლა თუ არა მზადებ განაგებ იგავ არაკებს- სათქმელს ალესილს სატყუარაა როცა ბაგეებს წამოუარა ფიქრო შეშლილო ვცდილობ შეგიცნო-მაგრამ ამაოდ ვიცი გიჟი ხარ სულის წილიხარ დგეხარ ირიბად ვითომ კეთილო ვირობ ვერ იყოფ-ამბავს საამოდ რისი გმირიხარ აზრობრივი თან თეთრი ჭირიხარ ხელო მთესველო ბნელო მლესველო-ცუდთა საქმეთა ნუ კადნიერობ ზედმეტს ნუ ბედავ ვერ ბედნიერო მდელო თან სველო ამბავო ძველო-ხორცო სათქმელთა არ მადლიერო რატომ ცოდვილობ-ვითომ ძლიერო და ჩემო თავო არ შემაკავო-ვიცი რას ვშვები მოვალ დაგიჭერ,მოგკლავ დანით მე და არ გაგიშვებ ჰოდა მაშ წამო უნდა გაწამო-გითხრა ამბები ჩემ თავს გაფიცებ რატომ არიდებ თავს ამ დანისწვერს? და რომ იციდე როგორ ვიბრძოლე-შენ რომ გეცოცხლა მეტყოდი აქვე მადლობას სავსე მელოდიაზე ჩემი სიცოცხლე არ მოინდომე-და ეს გეტყობა მესროდი ასჯერ, თუკი მიასწრებ მაგ შენს ტყვიაზე მე კი გითმინე.. მე კი გითმინე!-თანაც რამდენი! და უკვე მძულხარ! გინდ დარჩი უკან! ჭირშიც წასულხარ! ვენა ვიტკინე! სისხლიც ვიდინე!-ახლად დავეცი მე მკვდარი მსურხარ! უფსკრულს ჩასულხარ, მე მკვდარი მსურხარ... მე მინდა მოკვდე! ამ საღამომდე-ვერ მიაღწიო უტალღო ზღვაო მითხარ რა მოხდა უმწეო კრავო რადგან მხოლოდ მე მინდა ბოლომდე-ჩემი გავწიო უხელო ნავო დროა რომ მოგკლა შენ ჩემო თავო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი