გაგიცანი ერთ დღეს
ვისაუბროთ, ბარი დადე! ნუ ჩქარობ რომ მომიშორო, და ასე ღრმად რად ჩამაგდე რა გინდა რომ მოიპოვო. შე ორპირო! ხელს კი მაძლევ მაგრამ გინდა შემებრძოლო, როგორც ახლა აქ დამამხე ყოველ დღეს მე ეგრედ ვცხოვრობ. დამაცადე ფეხზე დავდგე... ფეხზე ავდგე დამაცადე... შეუპოვარს თითქოს მთამსვლელს და მეომარს შემადარე! რატომ ბედავ ბიჭო ამდენს? სიმშვიდე რად წამაცალე. ეზიზღები ყველა გამვლელს მე კი თავი გაგაცანი...... თითქმის ჩვიდმეტ წელს მე გასულს მოვიგონებ შენგან ზიზღით, და ის ვიცი... შენ არა გსურს ჩემთან ყოფნა, ეს მე ვიცი. სიყვარული ჩემგან გახსოვს და თვალს ხუჭავ ეგეც ვიცი. გულის ცემას ჩემსას ახშობ ამას შვები ჩემი ზიზღით. გაგიცანი ერთ დღეს მახსოვს უსახელო, გასაჭირში, შეგიწყნარე, ჩემთან ახლოს სახლი მოგეც ჩემში, ტვინში ნუ მატყუებ ვითომ არ გშურს ჩემი სიყვარულის ნიჭის, რადგან ვხედავ როგორ აშრობ. იმ ბოლო წვეთს რაც გულს მიზის რად მიხსენებ მომხდარს წარსულს წარსული ჰომ მაინც მიდის, რად მაგონებ გოგოს,ნატრულს. და ნერვებს რაზედ მაწიწკნი. გაგიცანი ერთ დღეს მახსოვს უსახელო, დიდი რისხვით ბედმა დაბლობად დაგაგდო მე გატარე მაღალ მთის გზით გაგიცანი ერთ დღეს მახსოვს, უსახელო, თავად ზიზღი... ბოროტებით, ცოდვის ნაქსოვს მე დაგარქვი: "ჩემი ფიქრი.." თითქმის ჩვისმეტ წელსა გასულს უსიძულვილოდ ვერახარ ჩემი ტკივილები საზრდო იყო შენთვის, როგორც ახლა შენ ხარ ლოთი მაგრამ არსვამ დანა ხარ და ბასრიც არ ხარ შენ ხარ ზიზღი ცუდი მაგრამ ჩემს გულშია შეგინახავ. რატომ გძულვარ ბიჭო, აფსუს- სიყვარული ვინ განახა. და თუ ჩემი მოკვლა არ გსურს , მაშინ ცოცხლად რატომ მმარხავ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი