რისთვის გვაქვს გული


სიყვარული მინდა, მეტს არ ვითხოვ, არა,
ერთი ჩაიც იყოს ხელებს რომ მითბობდეს,
აღარავინ დამრჩა ჩემი თავი გარდა,
მაგრამ კაცო, მარტო ჰომ ვყოფილვარ ხოლმე,

ახლა რატომ მიკვირს? გული რატომ მტკივა?
ვინც ზედმეტი იყო ქარებს გავაყოლე
და მე, როგორც ადრე ლიანდაგთან მივალ
ისევ მარტო ვუცქერ ორთქლმავალის ბოლებს,

მაგრამ ვხედავ... რაღაც სიცარიელე მაქვს
ადრეც კი მქონია, მაგრამ ასე არა.
სარკეში მე უკვე ვეღარ ვხედავ ჩემ თავს
დისოციაცია მგონი უკვე კმარა.

ჩემი თავი მე ვარ, თუ მე ჩემ თავს ვებრძვი
ვეღარ გამიგია ვინ ვარ, სად წავიდე,
არაფრად ვვარგივარ ან ვარ ოქრო-ვერცხლი
გულში სიყვარულის ხროვა შევადგინე

მაგრამ მე რად მინდა, ეს თქვენია მხოლოდ
თქვენთვის შევაგროვე მე ეს სიყვარული,
ვიცი ჩემი გული მე რომ მომკლავს ბოლოს
თქვენ კი ეს დაგრჩებათ ჩემგან შენახული

და მადლობას ეტყვით ჩვენს მამა ზეციერს.
თქვენ პირიდან თქმული გაქრეს ბოროტება!
მონახოს უფსკრული და თქვენ ღმერთის მიერ
გქონდეთ სიყვარული, რწმენა, სასოება.

და ნუ დაივიწყებთ, რისთის გვაქვს ჩვენ გული....
უნდა დაიტიოს რამე გიგანტური,
უნდა გააცოცხლოს დამარხული სული,
გულში უნდა იყოს ღმერთის სიყვარული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი