გულისთქმა 💙🌸
ბუნებრივია მარტო ვარ ისევ, თავშესაქცევად წერა დავიწყე, მე არც კი ვიცი შენ ალბათ მისმენ და ჩემთან ერთად ცრემლებს ღვრი მყისვე. გაუბფერულდა ყოველი დილა, მუსიკა ჩავრთე შოპენის მძიმე, ახლა სინათლე მიპყრია ხელში და შენს სურათებს ვუმზერ და ვუმზერ… საკვირველია, შენ კვლავ მიღიმი.. დნება ღამე და დილა თენდება, ოხშივარია სულში და ვფიქრობ ნუთუ სიბერე მეც დამჩემდება,მაგრამ ამ გრძნობით, თვალთა სისველით, საკუთარ სურვილს ვერ გავექცევი და არც უფლისგან ვითხოვ შენდობას, რადგან შენ მასზე მეტად მჭირდები. დავცარიელდი და მშრალ ვენებში მე, არც კი ვიცი რა ედინება, იქნებ მაცოცხლებს ეს ყვავილები და ამ ფიქრებით კვლავ მეტირება. ვტოვებ სხვის საყდარს და ვერწყმი ქუჩებს, უკან მოხედილს სიჩუმე მხვდება, ახლა ფანჯრიდან არავინ მიცქერს, გზა მშვიდობისას არ მეუბნება… ⚜️23/07/2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი