თურმე ყველაფერი ხდება


თურმე ყველაფერი ხდება
ზოგი შემთხვევით თუ, ძალით,
ვფიქრობ...ფიქრიც წამიხდება
ქალმა თუ,მომსტაცა თვალი.

თუმცა ღამეა და ცივა
ქალის არ ჩაივლის ლანდიც,
ხიდან წვიმის წვეთი ცვივა
ვიღაც შორიახლოს დადის.

და თუ,ეს აჩრდილი შენ ხარ
ხიდან შენი ცვივა ცრემლი,
ჩემგან ნუ მოელი შველას
ჩემგან ნუღარაფერს ელი.

რადგან მოგონებად დარჩი
ამ ცის ნაზამთრალის მსგავსად,
ქუჩას მივუყვები მარშით
და მსურს აღარ გნახო არსად.

თუმცა ყველაფერი ხდება
ზოგი შემთხვევით თუ, ძალით,
ვფიქრობ...ფიქრიც წამიხდება 
სადმე თუ შეგავლე თვალი.

⚜️07/05/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნია რაზმაძემწერალი3 წლის წინ

საუცხოო ლექსიაა.👍👏😯

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი