რაც არის არის...


ვერ მოვიფიქრე ვერცერთი სიტყვა,
ვერ შევარჩიე ვერცერთი ხერხი
და რასაც დღემდე ვამბობ და მითქვამს
გაითელება ათასჯერ ფეხით.

და დღეს მივდივარ მშვიდიც და ავიც
როგორც მონეტას მაქვს ორი მხარე,
თითქოს მოვაბი ყველაფერს თავი
და დღემდე მაინც ვერ გავიხარე.

რაც არის არის, არა აქვს აზრი
ვერ გავექცევით ბოლოს და საწყისს,
და თეთრით შავზე ის ერთი ხაზი
გაზომავს ჩვენი ცხოვრების მანძილს.

⚜️26/11/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი