ვიცი ჩემთან ღმერთი მოვა


ისევ კედლებია თეთრი,
ირგვლივ აჩრდილებთა ქროლვა..
ცენტრში ჯვარი მოსჩანს მკვეთრი,
-ვიცი ჩემთან ღმერთი მოვა.

ახლა მდუმარეა სახლი,
ალი, იელვებს და ქრება.
-მე ვარ! შემოქმედი ახლის
მხიბლავს - დემონური კრება.

რადგან მაგიდაა მრგვალი...
ირგვლივ ანგელოზთა ქროლვა..
-ცენტრში მე დავწვები მკვდარი,
როცა ჩემთან ღმერთი მოვა.. 

⚜️02/12/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი