დასასრული


წვიმა, ქაოსურად დათარეშობს
სულში აჩრდილები მეპარება,
დილაც ორსულია და მალე შობს
ჩრდილში გამოკეტილ ნეტარებას.

არის იმედების დასასრული
სახლსაც ფანჯრები აქვს არსაით და..
რადგან სხეულში ვარ დაკარგული
მაშინ ეს სიცოცხლეც რაღად მინდა?!

⚜️21/05/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი