თეთრი ღამე


მთვარე თეთრი და ღრუბლები წმინდა,
ახლა ვდუმვარ და გაწვიმდეს მინდა.

შენ სადახარ?! რომ მიმღერის ქარი,
იქნებ გინდა დამიტირო მკვდარი..

ნუ გაწყრები, ფიფქად მოვალ ციდან,
მახსოვს ის დრო, როცა ტანში გვცრიდა..
და ხელები შენი მომცრო ციდა,
ვერ მომწყვიტე მწიფე ტუჩებიდან.

ახლა სად ხარ?! თავს მევლება ქარი,
მან, ვინც ჩუმად შემომიხსნა კარი.

მთვარე თეთრი და ღრუბლები წმინდა,
იცი? ვდუმვარ და გაწვიმდეს მინდა..

⚜️13/11/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი