პესიმისტური ლექსი


ისე გავიდა ეს პერიოდი, 
როგორც უმთვაროდ ეს ორი ღამე,
შენ წარსულიდან მზედ მოდიოდი
ახლა სადახარ! მითხარი რამე...

მწამდა მომავლის ნათელი მხარის
და შენშიც წმინდას ვაქსოვდი გრძნობებს,
ვიგერიებდი მოვარდნილ ქარის
თუ, ბობოქარი ზღვისაგან შტორმებს.

მე არ გიწესებ იცოდე ზღვარს და
ნურც შენ დამიდგენ სიცოცხლის ფორმებს,
შენ მისთხოვდები მერივით სხვას და
მეც, გალაკტიონს მივბაძავ სწორედ...

⚜️10/06/2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი