თებერვლის ორი..
ისევ გარეთ ვარ და მინდა თოვდეს, და ფიფქი, როგორც ცის თეთრი ფარდა, ხეებს, ბილიკებს ეფინებოდეს, დღეს ისე, როგორც ერთდროს მიყვარდა. მიყვარდა მაშინ, ვით მზერა შორი და განუწყვეტლივ თოვდა და თოვდა.. დღეს კი ორია, თებერვლის ორი და უცხო ლანდი მომიახლოვდა.. ვიცი ჩაივლის, როგორც ზამთარი, ქარები ქრიან და ეს გამართობს, ქარი ჩემია დღეს მეგობარი, ვინც ბევრს მისმენს და ცოტას კამათობს. უცნაურია, კრთის ელვარება და ცრემლი, როგორც ყინულის მძივი, მიწას ეცემა და იბზარება და კვლავ იელვებს ყინული ცივი.. ისევ გარეთ ვარ და მინდა თოვდეს, რომ მთებს მივაპყრო ეს მზერა შორი, თოვლი ბილიკებს ეფინებოდეს, დღეს ხომ ორია, თებერვლის ორი... ⚜️02/02/2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი