შავი კატა
ახლა გარეთ ვარ, წვიმა არ არი, ქუჩა ჩუმია და ნათელია და ვაკვირდები, როგორც მხატვარი, შემოცვეთია ხეს მატერია. აქ, ვიღაც მიხმობს და სიტყვას ითხოვს, ხმა არსაიდან, ვით იდუმალი.. ვიყავი მშვიდი და შიში მიპყრობს, ვარ მასპინძელი თუ, ვარ სტუმარი. -გთხოვ დამენახო, შენ აქ, ვინც სახლობ! ნუ, მიმატოვებ ასე მდუმარეს, მსურს მოგესალმო, ახლოდან გნახო.. და ხის მკვდარ ფოთლებს გადავუარე. ხმა ისევ მესმის აქ, ვიღაც კვნესის, ტოტს აშრიალებს ლანდი ფრთაშავა, ეს ფრინველია, მე სხვა ხმა მესმის.. მშრალი ფოთლები ქარმა აშალა. მთვარე ლივლივებს და როგორც სარკე გადაეფარა ტბა იყო, მუქი და ეს მახსენებს, ვით ღია სარკმელს სხვა სამყაროდან შემოსილ შუქით. უცნაურია ის, ვინც აქ სახლობს, ხის ფესვებიდან, რომ აღმემატა, თვალი შევავლე და ღმერთო გმადლობ, მხოლოდ ქარია და შავი კატა. ახლა გარეთ ვარ, წვიმა არ არი, ქუჩა ცივია და ნათელია და ვაკვირდები მთელი ზამთარი, შემოეცვითა ხეს მატერია. ⚜️20/02/2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი