მე მოვრჩი წერას...
მე მოვრჩი წერას, აჩრდილთა მზერას, დაფრიალებენ ცისა ფარდები.. დაჰბერავს ქარი და, როგორც მკვდარი, თბილ სხეულიდან ამოვარდები. და ღრუბლით ნაგებს, ლურჯ სარკოფაგებს, მიესვენება ჩემი სხეული, მაგრამ კი, როცა შეწყდება ლოცვა, გამახსენდება თავი ეული.. მე ღამე მზრდიდა და ბედი მცდიდა, ბგერად მესმოდა მწუხრი მგლოვართა. როს პირვლად ვნახე მე, ჩემი სახე, მიხმობდნენ გზნებით გზები ოვალთა. და რადგან უკვე, ცა ითვლის ლუკმებს, კვლავ გამიტაცებს ცივი ლოდები. შევწყვიტე ფიქრი და ცისკენ მივქრი, და აღარასდროს განვმეორდები. მე მოვრჩი წერას, აჩრდილთა მზერას, დაფრიალებენ ცისა ფარდები.. დაჰბერავს ქარი და, როგორც მკვდარი, თბილ სხეულიდან ამოვარდები. ⚜️30/01/2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი