ამ ღამით მინას დაფარავს ცვარი...


ამ ღამით მინას დაფარავს ცვარი,
ჩემთან უცვლელად სიცივე მოვა.
დღესაც ვიწამე არავარ მცდარი,
ხვალ გამახარებს უთუოდ თოვა.

ნეტავი ცამან გაშალოს პირი,
ნეტავ ცაზე თუ, მთვარე ამოვა?
-მე კაცი ვარ და უცრემლოდ ვტირი..
-მე არ ვუყვარდი და მიმატოვა.

ქარს გადაჰყვება წარსულის ჟამი,
ქუჩებს უშენოდ აიტანს გლოვა,
-მე დამამწუხრებს გაფრენა წამის
და შორი-ახლოს ამ ფიქრთა ქროლვა..

⚜️07/01/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი