ღამე უშენობის უვერტიურა...


ღამე უშენობის უვერტურა..
ნისლი ეფინება ხარიხებს,
თითქოს ცამ ხმელეთი დააპურა,
მიწა მლაშე ცრემლებს არ იღებს.

ახლა მდუმარეა თეთრი მთვარე
და შორს ღვინისფერი კორიდა.
ქართან საუბარი დავამთავრე,
რადგან ღმერთის ხილვა მომინდა..

ღამე მარტოობის უვერტურა..
ნისლი ეფინება ხარიხებს,
თითქოს ცამ ხმელეთი დააპურა,
მთვარე მიამსგავსა ხარის რქებს.

⚜️13/12/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი