ქარვა (ანუ დანახული ფინალი)


შენ ცრემლს არ დაღვრი ჩემო,
რადგან თვალები ქარვის
შევიყვარე და ვჩემობ.
სანამ წამწამთა ჩერო
არ შემიფარებს დაღლილს,
ნუ გსურს, რომ შემაჩერო 
და ყური უგდე ძახილს...

მე მოვდიოდი შორით
და ეს არიყო ჭორი,
რომ გადმოვლახე ორი
უდაბნო ოქროს მოლი,
იქ აფრენილი ქორი
დასტრიალებდა სოროს,
რადგან სუნს გრძნობდა შმორის.

მე კი, მგონიხარ მსხვერპლი
და ეს სიცოცხლე პეპლის,
არის იმდენად ცოტა,
არის იმდენად მწველი,
რომ მოქნეული წკეპლის,
დაჟინებული მზერის,
არ მინდა გერტყას წრედი.

რადგან ცრემლს დაღვრი ჩემო,
რათა თვალები ქარვის
შევიყვარე და ვჩემობ.
მათი წამწამთა ჩერო
მე, შემიფარებს დაღლილს,
ნუ გსურს, რომ შემაჩერო
და ყური უგდე ძახილს...

⚜️ა.ხარაიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი