წყევლა


გამშრალ სხეულზე დატოტილი,
როგორც ვით ელვა,
შემოგრჩენია ძველი სტილი,
თვალებით წყევლა..

ნარინჯისფერი ოცნებები
ძალიან მალე,
არასრულებულ ცნებებივით
დამისამარე.

ახლა, კი გული, მდუმარეა,
უთვალავს იტევს
და დასასრულიც თუ, მალეა
საყდარს დამირწევს.

შენი თვალები, ძველებურად
ითვლიან მსხვერპლებს,
მე შორით ვდნები, უნებურად
ვიზიდავ პეპლებს.

⚜️25/05/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი