ჩემი საყდარი


ვგრძნობ სუნს კედლების, მძაფრი სინესტე
უფრო ძველია ვიდრე ეს სახლი,
შენ, რომ ებრძოდი იმ წლებს მივენდე
ვეღარ ვახერხებ შენებას ახლის.

არის წარსული - მწარე სიმართლე
და მომავალი ბინდით მოცული,
შევიკედლებდი სახლში სინათლეს,
რადგან თბილია, თანაც ორსული…

და ეს კედლები მწყობრი თანრიგად
და უჩვეულო ჩემი საყდარი,
გამოშუშდება ახლა ამრიგად
წლებით სავსე და წელში გამტყდარი…

⚜️19/02/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი