მძიმე სურათი


ახლა ამ სახლში ყველაფერი სულივით თეთრი 
მძიმე სურათი გაყინული და კედლის ცენტრში,
გამოსახული ნაკურთხი წყლით ჯვარია მკვეთრი 
და ის მე მიცავს დისტანციით ორიოდ მეტრით.

ჭა თავმოხდილი ჩემს ოთახში უძირო ფსკერით
და მასში მყოფი დემონების ამოსვლის ნება, 
მეც მათი ლუკმა გავხდებოდი რომ არა ღმერთი 
და ეს სანთლები მის გარშემო შექმნილი კრება.
 
მიფიქრია, რომ გამეტეხა გამეღო კარი, 
მაგრამ სისუსტე მოლოდინი საშიშზე მეტად, 
დავიარები ორმოცი დღით ოთახში მკვდარი 
და მრგვალ მაგიდას მოვისაზრებ სიმძიმის ცენტრად.

⚜️19/02/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი