დამებედები
დღეს ბედობაა და რიცხვი ორი დამებედები და შემიჩნდები, მაგრამ მანძილით ვაი, რომ შორი კოსმიურ სივრცეს შევუერთდები, შევუხორცდები, შევესისხლები და ეს ფიქრები მომეტებული, კვლავ მენატრები და მესიზმრები და კვლავ ვსაზრდოობ აზრებით მორიგ ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე მე შენთან მყოფი და შენი ტოლი, შეგეკედლები ბოლო სუსხამდე და შემოსილი ჭირხლების მოლი ვერას დამაკლებს, ვერც შემაჩერებს დღე უიმედო და სიტყვა ცივი და გავშლი მაშინ ფრთებს და იელვებს ეს სიამაყე, როგორც არწივი და გნახავ ვიცი ძვირფასო, როცა შეგეფეთები გრძნობით დაჭრილი. დღემდე არ ვიცი მწყევლის თუ, მლოცავს ემოციები შენში აღძრული. ⚜️02/01/2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი