ძველებურად მენატრები...


ძველებურად მენატრები
და ეს წლებიც მემატება,
სულს მიხრჩობენ, როგორც მტრები
და ქაოსიც მეპარება.

როცა მხედავს დამშვიდებულს,
სულში ისე შემიჩნდება,
რომ გრძნობებით განდიდებულს,
გულს მიკლავს და ჩემში რჩება.

დამეკარგა მოსვენება,
აღარც ფიქრი მათბობს შენზე,
ვშიშობ ახლა ჩვენი ვნება
თავს, რომ იკლავს ვაშლის ხეზე.

ვზივარ ბაღჩას გადავყურებ,
ღამე არის ,,შესაშური"
ყურს მოვკრავდი, სადღაც ტურებს,
მათი შიშით დაზაფრული,

გაინაბა, გაისუსა,
თვალხატულა გაზაფხული
და ეს სუნთქვაც ისე წყდება,
განუტევოს თითქოს სული.

იცი?! დღემდე მონატრებულს,
აღარამაქვს მოსვენება,
თუ ვცრუობდე დაე სხეულს,
არ ეღირსოს ნეტარება.

და ამ ღამით, იმ ხის ძირას,
სადაც ჩვენი გრძნობა კვდება,
თეთრი მტრედი ჩამომჯდარა,
ისე ტკბილად ეძინება...

მე არ ვიცი რა მოხდება,
არც სხვა რამეს მიგრძნობს გული,
იქნებ ჩვენთვის გამოფხიზლდეს
სუნთქვა კრული, გაზაფხული...

⚜️19/12/2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი