მოღალატევ!
მოღალატევ! ისევ გწერ და მახსენდება წამები, რომ წარსულის ბნელ მხარეში წახვედი. მიღალატე! სახე შენი ვიხილე, რასაც ვფიქრობ ამ ლექსით გაგიმხილე... ფერი ჩემი, შენს ფერს არ ეხამება, როგორც სულის სამოთხეში წამებას. სად გსმენია ღამის მზით განათება და უფალთან ეშმაკის გამართლება? მოღალატევ! მახსენდება წამები, რომ წარსულის ბნელ კუთხეში წახვედი. -მე პოეტი დავიტანჯე (თ)ვალების... და მოსმენით მაგ შენი აღსარების. მიღალატე! რაღას ითხოვ არ ვიცი. მე, რომ მმკითხო, არც დიდად არ განვიცდი. ⚜️11/10/2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი