კაკუნი კარზე ნიშნავს შემოსვლას


კაკუნი კარზე ნიშნავს შემოსვლას
და შევერცხლილი სივრცითი მძივი 
შეამკობს ყელზე, როგორც დედოფალს
მასპინძლის სიტყვა ერთობ ხანგრძლივი..

შემოდი, რადგან ღამდება უკვე
და ცაც დაითვლის საკუთარ ლუკმებს,
იჩქარე, რადგან დავხურო კარი
სანამ ყველაფერს შეეხო ქარი.

შეიპატიჟებს მოყვარე სტუმრის
ოთახის ცენტრში მიუჩენს ადგილს
და მრგვალ მაგიდას მანამ წრეს უვლის,
სანამ გაუმხელს საკუთარ წადილს..

და რადგან სუნი იწვევდა სასმლის
და რადგან სენი მოჰყვება ასე,
საიქიოში მისი არ წასვლის
სადღეგრძელოდ სვამს თასს, ღვინით სავსეს

და მაშინ, როცა დნებოდა სანთლად
და მაშინ, როცა ეწვოდა სული,
დაეტყო სახეს სხეულის დაღლა
და გამოჩენა გზის დასასრულის.

მდუმარე იყო და უტყვი იყო
სტუმარი უცხო ჭერქვეშ მოსული,
და უხილავი, გაუცინარი
გაუჩინარდა, როგორც ავსული.

⚜️25/03/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი