სოფლის ყანებში შემოპარულ უცხო მზის სხივებს


სოფლის ყანებში შემოპარულ უცხო მზის სხივებს
მოვსწყვეტ ზეცას და მივიფარებ გულზე აფნებად,
ოხ რახანია ყოველი დღე წარსულს მიღვივებს
და მომავალ სანთლებივით ხელში მადნება,

გადამიფრინეს შროშანებმა ფრთებთა შრიალით,
ვგავარ ბალახებს,როცა ცვარი ცრემლად ედებათ,
და პოეზიის მაგიური ორომტრიალი
წითელ მიმინოს გაელვებად მეიმედება.

ირგვლივ შავია უფრო მეტი ვიდრე ყორანი,
აქ მდინარეში წყალი მწყრალად მოედინება
ვფიქრობ წამია ეს სიცოცხლე თავის მორალით
და ტკბობა მთების არიდებით მეჩოთირება.

⚜️2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი