ნიკოლა ლე მონტელუ


თეთრი ღამე, შავი ღამე..
ზღვას უღელვებს ქარი ნავებს,
და წყვდიადში დაკარგულს
ნიკოლა ლე მონტელუ,
ეძებს, ეძებს მიმქრალ ქალს
თუმც კი იცის ნახავს მკვდარს.

თეთრი ღამე, შავი ღამე..
ტალღა ნავებს აქანავებს,
აღარ უჭრის თვალი რულს
ნიკოლა ლე მონტელუს
და მიმქრალი ქალის ცხედარს
ვეღარა გზით ვეღარ ხედავს.

თეთრი ღამე, შავი ღამე..
აქანავებს ქარი ნავებს,
და რადგანაც ასე სურს
ნიკოლა ლე მონტელუს
ისევ შეხვდეს ქალს მიმქრალს
თვითონაცვე თავს იკლავს.

თეთრი ღამე, შავი ღამე..
ზღვას უღელვებს ქარი ნავებს.

⚜️03/01/2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი