არ ჩამიჯექი, ჩემს ფაიტონში


არ ჩამიჯექი, ჩემს ფაიტონში


არ ჩამიჯექი, ჩემს ფაიტონში,
- ფეხით წავალო, არ არის შორი,
დაგტრიალებდი, როგორც წიწილას
თავზე კაჭკაჭი, ძერა ან  ქორი.

შენს ლამაზ თითებს მოვეფერები,
მოგეხვეოდი ხელებს  გტაცებდი,
ჩემს ფაიტონში არ ჩამიჯექი,
რა გეგონა რომ მოგიტაცებდი?

შენს თმებს არხევდა დილის  ნიავი,
სახლს გაშორებდა ნაბიჯი ორი,
არ ჩამიჯექი, ჩემს ფაიტონში,
-ფეხით წავალო, არ არის შორი,

იადონი ხარ,არ დაგაფრთხობდი,
არ აგიქნევდი ხელებს, გტაცებდი,
არ ჩამიჯექი, ჩემს ფაიტონში,
შეგეშინდა  რომ მოგიტაცებდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ2 დღის წინ

კარგი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი