რაში მჭირდება ნეტავი...


რაში მჭირდება ნეტავი, წაბლისფერ თვალთა ფერია,
მაინც წალეკავს სამყარო ყველაფერს რაც მიმღერია,
მე რაში მარგებს მეგობარ, ძმათა ან ქვითინი ანდა ფერება,
როცა ეული, ჩემი სხეული ამოთხრილ თხრილში ჩაესვენება.

სილამაზის ვარ მმალველი, ჭკნობადის წარმავალისა,
მოხუცი ნატრობს: "ნეტავი ძველი ჯან-ღონე მაღირსა",
დაძაბუნდება კუნთები წარსულში ნამად რხეული,
მაინც დაჭკნება ყმაწვილო შენი ლამაზი სხეული.

ადამიანი სულელი, ბრიყვი და ზოგჯერ შტერია,
რომ ფიქრობს სწავლით ან ჭკუით სხვაზე რაიმით მეტია,
თუკი ან ცოდნით ან წიგნით მე რამე შემმატებია,
აჰა აიღეთ, წაიღეთ თქვენი ფეშქაში ძღვენია.

კაცი კეთილი, ბოროტი,  მკვლელი და ზოგჯერ ფლიდია,
ადამიანთა მოდგმაში ეს არჩევანი დიდია,
ზოგის სიცოცხლე ხანმოკლე ზოგის კი მეტად დიდია,
ეს ცხოვრება კი სიკვდილთან გადასასვლელი ხიდია.

მე რუსთველმა მაზიარა სიბრძნეს ღამის თვალისა,
სიყვარულით განათებამ უცინარი მთვარისა,
შენ ნუ უსმენ სხვათა სიტყვას, ან ზემოთ თქმულ ტაეპებს,
მოისმინე ბოლო სიბრძნე ჩვენ სიკვდილი გვაერთებს .!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი