“ზოზია და ტერენტი – ეზოთერული სიყვარული”
ერთხელ, 1987-1988 წლებში ლერი ალიმონაკი მესტუმრა კლარა ცეტკინის ბინაში… შემდეგი ისტორია მომიყვა ლერი ალიმონაკმა: 1970-იანი წლების მიწურული იყო. ზოზია უკვე ჩავარდნილი იყო ლოგინად. ყოველ დღე დავდიოდი მასთან. ჩემს ტერენტის მეძახდა ზოზია!.. ერთხელაც გვიანობამდე დავრჩი ზოზიასთან… ზოზია მიყვებოდა ყველა წვრილმანს თავის ძმაზე, რადგან იცოდა, რომ ჩემნაირი მკვლევარი და ქომაგი მეტი არავინ ეყოლებოდა ტერენტის… იმ დღეს გვიან წამოვედი შინ. უცებ დამირეკეს ისევ ზოზიას ოჯახიდან და მითხრეს – ძალიაც ცუდად შეიქმნაო, მგონი კვდება და ითხოვა – “ჩემი ლერი მომიყვანეთ ისევ სასწრაფოდო, რაღაც დამრჩა მოსაყოლიო, მხოლოდ ერთი რაღაც, რაც აქამდე არავისთვის მომიყოლიაო…” ქუდმოგლეჯილი გავვარდი უკან, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ მივუსწარი ცოცხალს… ლერი ალიმონაკის ვარაუდით, ზოზიას მისთვის იმ ეზოთერული, მალული და უცნაური, არაამქვეყნიური სიყვარულის შესახებ უნდა მოეთხრო ალბად, როგორ სიყვარულსაც ტერენტი განიცდიდა მთელი ცხოვრების მანძილზე – ზოზიასადმი…! ამ საკითხზე ლერი ალიმონაკი თავად ვერასოდეს უბედავდა შეკითხვის დასმას ზოზიას! ეს, არაამქვეყნიური ისტორია – ტერენტის სიყვარულისა მისი უსათნოესი დის – ზოზიას მიმართ – რათქმაუნდა ეზოთერიკაა! უნდა შეიგრძნობდე ტერენტის, როგორც მაგალითად უფალს შეიგრძნობ, რომ მისი, ზოზიასადმი მიძღვნილი ლექსებიდან ეს გრძნობა დაინახო…! ტერენტი გრანელი არაამქვეყნიური არსება გახლდათ, ასევე არაამქვეყნიური გრძნობებითა და მასშტაბებით!.. შეშლილი ცრემლები ზოზიას ეს ვედრება შიშველი – მეუცხოვა მე გვიან, ღამე, ვნებით შეშლილი, ყელზე გადამეხვია. თეთრი შუქი ინთება ჩემი სულის და ვარდის. ო, ტირილი მინდება, შენთან უხმოდ დავარდნილს. მე თანდათან ვყვითლდები და ჩემი თმაც ძირს ცვივა. დაო, ნუ შეწუხდები, თუ წამების ღირსი ვარ. ჩუმად ძინავს გულს ტყეში სევდის ლურჯი ოდებით. და თბილისის კუთხეში სადმე ღამით მოვკვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი