ნამდვილი ანდერგრაუნდი
რა არის ნამდვილი “ანდერგრაუნდი”? ნამდვილი “ანდერგრაუნდი” – ესაა საიქიო, მკვდართა და გვამთა სამყარო, (მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდინდელია გვამი…)! ეს არის მსოფლიოში ყველგან, ყველა ქვეყნებსა, ქალაქებსა, დაბებსა თუ სოფლებში… ნამდვილი “ანდერგრაუნდი” ესაა ყველა სასაფლაოს ქვედა მხარე, მიწისქვეშეთი… თავისი ხრწნის პროცესში მყოფი მძორითა და უკვე გამომშრალი, გამოფიტული ძვლებით! ნამდვილი “ანდერგრაუნდი” ესაა არა მარტო ჰომოსთა ნაშთების მსოფლიო-ერთობლიობა, არამედ მიწის ქვეშ დამარხულ ყოველგვარ, ერთ დროს ცოცხალ არსებათა და + ამჟამად მიწის ქვეშ მცოცხლებ არსებათა სინთეზური ერთობლიობა!… ანუ რაც ჩვენს ქვემოთაა, თვალს მიმალული და მხოლოდ მაშინ ვიქნებით ამ ნამდვილი “ანდერგრაუნდის” წარმომადგენლები, როდესაც მივიცვლებით… მაგრამ იქაც “კონკურსია”, მიგვიღებენ ყველას, რო?? ნამდვილი “ანდერგრაუნდისათვის” უნდა ვემზადოთ ყოველი ჩვენთაგანი, სიცოცხლეშივე! რადგანაც ვაი და მერე მიგვიღონ იქ და ჩვენ კი მზად არ აღმოვჩნდეთ?? ხომ სირცხვილი იქნება??! ზემოთ კი ყველას – სიოცხლე, პრეტენზიები… ნურავინ იტყვის, რომ აი, მე კლინიკური სიკვდილი, ან კომა განვიცადე და ის ნამდვილი “ანდერგრაუნდი” უკვე ერთხელ ვნახეო… ტუნელში გავლა, რომლის ბოლოსაც ან ჩანს კაშკაშა სინათლე, ან არა – ეს არაა “ანდერგრაუნდისაკენ” გზა, ესაა სამზადისის სამზადისი, მხოლოდ! ნამდვილ ანდერგრაუნდში სულაც არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ ხელოვანნი მოიაზრებოდნენ, იქ ყველა და ნებისმიერი, ერთ დროს სულიერი არსება-მოიაზრება! და ბოლოს:- ნამდვილი ანდერგრაუნდი – ესაა უმაღლესი რელიგია, ესაა უზენაესი კანონი, ესაა არსებობის დასაწყისიც და ფინალიც, ესაა დედაც და მამაც და შვილიც… ესაა თავად ღმერთიც და ყველა ანგელოზიც – ერთად შეყრილი, საღვთო დადა-სამსჯავროზე… ესაა და ეს და დადა-ბლებული განზომილება დაუნ- ქვეშეთისა და და-მიწებისა და და-სამარებისა და და-ვიწყებისა და და უფლებისა საკუთარ აწ და და-დუმებულ სხეულზე!!!!!! ნამდვილი “ანდერგრაუნდი” ასე გამოიყურება ტრადიციულად:- შავ ბალდახინში გამოწყობილი “ცოცხალი” ჩონჩხი-არტისტი, პოლიტიკოსი, რიგითი…გაბრიელი ან მიქაელი, ან ორივე ერთად… ალესილი ცელით ხელში, რომელიც ყველას გვიდგას, პირველი ჰაერის ულუფის შესუნთქვიდან – პულსის ფეთქვის სადარაჯოზე! ნამდვილი “ანდერგრაუნდის” შვილები ვართ ყველანი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი