სინჯი ამიღეთ!


სინჯი ამიღეთ, რა ტიპის ვარ, რა შენაერთის?
ეს კოდი, ჩემი, გენეტიკის პოსტულატია!..
ამიღეთ სისხლი, თუნდ ფუნქცია…რა ვარ ასეთი?..
მსურს გეთამაშოთ სხვა სინდისის მძიმე პარტია!

არის კოდექსი, პირადია მასში ”პასვორდიც”!,
და ასე ვდგავარ, ამ პლატфორმით, საუკუნეა…
ნიადაგ მესმის: –შეიცვალე! წელში გასწორდი!
– სტატუსი შენი, დონკიხოდის, არ-მაცდუნეა!!..

ძარღვებში–ლიმფა, გაყინულა, როგორც კრატერი,
ტვინის ქოლგის ქვეშ, ეს ფიგურა, არის მართვადი…
სად გულის ძგიდე, ნერვებისგან გადანაჭერი-
დაჰკარგავს სითბოს, ნეოლითში ქმნილი სტანდარტით!..

ჩაცვენილ თვალებს, მოგიშვერდით, როგორც სამიზნეს,
მალ შემაყარეთ ხელოვნური მტვერი–აზოტი!
კოსმიურ მტვერთან, რა საერთო? – მზერა დამიწდეს!!..
ფიქრი იწრიტოს, გუებადი კეთრის წალკოტით!..

ააცვით შუბზე, ათასწილად ნაფლეთი ხორცი…
იცეკვებს ტანგოს, იბზრიალებს, მოკვდება გვიან!..
ამ ატყავებულ კუნთებიდან–ფრაზები ნორჩი
მაშრება უმალ, ვერ მოუტანს, ვერავის ზიანს!..

აიღეთ ხელი, განა ვინ ვარ, დღემდე რომ ვთლიდი
ქრომოსომებში კოდირებულ, ამბოხ ნატურას?!
ამწიეთ სველი, გარღვეული სასუნთქი ძგიდით-
ვერ გამომტყუებთ, ვერ დამძალავთ ვერცერთ სამდურავს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი