აღადრვა
– როგორ დავაჭედო სიტყვა? რისთვის გამოვჭედო ფრაზა? ირგვლივ ამაოების ტრიუმфი, და ზემოდან დიქტატის მყარი ბაზა! ან კი სადაა ჰავერდი ვერცხლის? თუნდაც სადაა ოქროს ეპოქა?.. მე გავდივარ გარეთ, დიახ, მე გავდივარ გარეთ და გარეთ მყოფი აკრძალვები აღარ მეყოფა?!.. შუბლით ვკვეთ გისოსებს, შუბლითვე ვანთებ – ვანთებ სისხლიდან გამობრძმედილ ჩირაღდანს არსის! გავხევდებოდი; ამ კოშმარში, ვითარცა ტალახს ვერ შემითვისებს შეგუება, მტრისადმი фარსის! სად მამაძაღლთა, ნაძირალთა კბილების ღრჭიალს ვარდისფერ შმორში ილუზორულ ”გერლიანდებს” ვუფენ… გვამურ სიცივით, ბირდაბირი, კისერზე მადევს ცხედრულ სიმშვიდეს, ფიანდაზად, მტევნებად ვუწვდენ!.. და ვისგან ფურთხიც, მირონივით შეიძენს ბზინვას, და ვისგან სხივიც, გარდიქმნება ასპიტის შხამად… გასული გარეთ, სხეულიდან, ურჩად და ნებით ტექნო-ბურუსი მომესმება მათრობელ გამმად..! გამხეთქა ორად და გამსრისა სარმა და-კარმა, კარმა გაიყო ორ ნახევრად – ეგოდ და ხორცად; ჰაერში სარეცხს შევადარე, ფილტვები სველი – შიგ გაკიდულნი, ძარღვთა თოკზე, სუსტად და მორცხვად!.. გულის კუბოში ჩასვენებულ გრძნობების მარხილს, ბორბლების მტვრევამ უსახსოვრა მტვერი და სუსხი… ისევ გარეთ ვარ, გაქცეული ტვინიდან – აზრი, აზრი, ვით ბასრი საჭრისივით, მოავლენს ქუხილს!! მინდოდა მეთქვა, გარდამეთქვა კონებად – ასო, დაშრეტილ წარსულს, დაწრეტილი ნოსტალგიიდან… -ამოაქვს ლექსად და მომიხმობს, თითქოს და ჩუმად, უჩუმრად მვარცხნის, გვირგვინს მადგამს, შორი მღვიმიდან!.. — ისევ ვარ, ვდგავარ, უკვე შიგნით და არა გარეთ, შემოპარული პოეზიას, მიღმა სივრციდან!…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი