ანტიყოფის მანიфესტი
საქართველოში კაიხანია რაც დაწყებულია ჭეშმარიტი პოეზიის გარდაცვალების პროცესი… რამდენადაც ეს სამწუხარო არ უნდა იყოს! ამაში კი შემდეგს ვგულისხმობ: არ ხდება არანაირი პროგრესი ლიტერატურულ-პოეტურ აზროვნებაში, არ ხდება სიახლეების და მოდერნის ძიება და დანერგვა, არ ხდება ყველა (თუკი ვინმეა) ნიჭიერი პოეტის გაცნობა და შესწავლა სათანადოდ, არ ხდება ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც არ ხდება კი არა და, არც კი არსებობს ლამის!… მძიმე ცხოვრებისეულმა რუტინამ, მძიმე სოციალურმა (მუდმივად სიმძიმისაკენ მზარდმა) ფონმა ბევრი ჩემი თაობის და არამარტო ჩემი თაობის პოეტი გამოფიტა და ჩამოაშორა პოეტურ ასპარეზს, ასევე საქართველოში გამეფებულმა საშინელმა, მრავალწლიანმა კლანურმა სიტუაციამ, რომელიც სუფევს ყველგან და ყოველივე სფეროში, თითქმის… (ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს გამომცემლობები, პრესა, ჟურნალები, საპრეზენტაციო სივრცეები, კონკურსები და ასე შემდ…) აქვე დავსძენ, რომ ეს სამწუხაროდ უკუქცევად პროცესად იქცა და ამაზე არც არავინ სწუხს… პოეზია-პოეზიისათვის! ისევე როგორც ხელოვნება-ხელოვნებისათვისო… ესღა შემორჩა რეალურად, ალბად თვითოეულ ჩვენთაგანში… რაც სამწუხაროა, თუ არა სატირალი! თუ ჯდები, აქ, ვინმეს იტერესთა სფეროში და ატარებ ვინმეს პოლიტიკას შენს შემოქმედებაში, მხოლოდ მაშინ გაქვს ხსნილი ყველგან კარი, და ეს უკვე ნორმად იქცა! ჩემი ახალი პოეტური კრებული – ”ანტიყოფის მანიфესტი” გახლავთ ჩემი, როგორც ერთ-ერთი 90-იანელი პოეტისა და არტისტის, გამოთხოვება დღევანდელ ქართულ პოეზიასთან, არტთან ზოგადად, ანუ ამ კრებულით მე ვუყრი თავს ჩემი შემოქმედების ნაღებს და ამითვე ვემშვიდობები მას, მანამ, სანამ საქართველოში რამე უკეთესობისაკენ არ შეიცვლება!! ამ წერილს პესიმიზმში ნუ ჩამომართმევთ, ეს უბრალოდ მწარე რეალობაა!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი